“მაკდონალდსის” ახალი 24-ე რესტორანი თბილისში გოთუას #7 ნომერში მდებარეობს, მეორე (#25) კი ვაჟა-ფშაველას #71-ში.
გოთუაზე 7 ნომერში მომხმარებლებს ეკომეგობრულ გლობალურ სტანდარტები დახვდებათ. მზის პანელებით, ელექტრო ავტომობილების დამტენებით და ცოცხალი მწვანე კედელით.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ციფრული სისტემებით აღჭურვილი მაკდრაივი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
ასევე, რესტორანში დაგხვდებათ პრემიალური ინტერიერი, ღია ტერასა, სარეკრეაციო ზონა, გასართობი ოთახი, დაბადების დღის დარბაზი, განახლებული თვითმომსახურების კიოსკები, შშმ პირებზე მორგებული ინფრასტრუქტურა და მაკკაფეს კუთხე ახალი დესერტებით.
"მაკდონალდს საქართველო" წელს 25 წლის გახდა და სიმბოლურია, რომ რიგით 25-ე რესტორნის წითელი ლენტიც სწორედ წელს გაიჭრა, რომელიც ვაჟა-ფშაველას N71-ში მდებარეობს.