ავიაკომპანია TAV Georgia 2022 წლის რვა თვის მონაცემებით, საჰაერო გზით განხორციელებული სატვირთო გადაზიდვების მოცულობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 11 788 873 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის მონაცემებზე 27%-ით ნაკლებია.
მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 11 502 897ტონა, 2020 წელს – 11 009 001 ტონა, ხოლო 2019 წელს – 16 139 060 ტონა ტვირთნაკადი გაატარა.