Ever Green - მა , რომელიც 200 000 ტონაზე მეტს იწონის და 400 მერი სიგრძისაა სუეცის არხი უკვე რამდენიმე დღეა სრულად ჩაკეტა.
საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეჩეჩზე დამჯდარი გემის გამო სუეცის არხში საცობი წარმოშვა, სადაც ამ დროისთვის 150 ზე მეტი გემია გაჩერებული.
დაახლოებით $10 მილიარდის ღირებულების საქონლის გადამზიდი გემებისთვის ზღვაზე გასასვლელი გზის გახსნას, სპეციალისტების ვარაუდით, შესაძლოა რამდენიმე დღე ან კვირა დასჭირდეს.
სუეცის არხზე მოდის მსოფლიოს სატვირთო გადაზიდვების 12% -ი შესაბამისად საზღვაო გზის ჩაკეტვამ მსოფლიო ვაჭრობას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. ეკონომისტების ვარაუდით შექმნილი პრობლმა შესაძლოა ფასების ზრდის მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს.
გიგანტური კონტეინერმზიდის დაძვრას და პრობლემის გადაჭრას გერმანული კომპანია Smit Salvage ხელმძღვანელობს. კომპანია, რომელმაც ამოიტანა ჩაძირული იტალიური საკრუიზო ლაინერი "კოსტა კონკორდია" და რუსული წყალქვეშა ნავი "კურსკი", ამჟამად სხვა ავარიულ-სამაშველო სამსახურებთან ერთად ცდილობს დაძრას ადგილიდან გიგანტური კონტეინერმზიდი, რაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.
იაპონური ფირმა Shoei Kinsen-ი, რომელსაც გემი ეკუთვნის ბოდიშს იხდის იმ ზიანისთვის, რომელიც გლობალურ სატვირთო გადაზიდვებს მიადგა. მისი თქმით, სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ, რომ პრობლემა როულად მოგვარდეს.
შეგახსენებთ, რომ გიგანტურმა გემმა Ever Green-ი სამშაბათს, 23 მარტს, ძლიერი ქარისა და ქვიშის ქარიშხლის გამო მართვის უნარი დაკარგა და სუეცის არხში გაიჭედა.