
სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის რეალიზაციით მევენახეებმა 11 მლნ ლარი შემოსავალი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2 სექტემბრის მონაცემებით, 27 აგვისტოდან დღემდე, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 12 ათასამდე ტონა დასეტყვილი ყურძენი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს მევენახეები 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს - 1 ლარად აბარებენ.
ამასთან ერთად, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო, ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის დაფინანსებას ახდენს.