კომპანია სილქნეტი მომხმარებლებისათვის ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად სტანდარტული პაკეტების ფასი ძვირდება.
გთავაზობთ სლიქნეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად:
"2022 წლის 28 თებერვლიდან სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის ამოქმედდება სტანდარტული ინტერნეტ პაკეტები გაზრდილი მოცულობებით და შეცვლილი ტარიფებით: 800 მბ-დან 35,000 მბ-მდე. აღნიშნული პაკეტების აქტივაცია კვლავ *135# კოდით იქნება შესაძლებელი. ასევე იცვლება „სილქ კოსმო”-ს ინტერნეტ პაკეტების ტარიფები და მოცულობები.
28 თებერვლიდან, „ნულომანი“-ს, „გლობუსი“-ს, „12 თეთრიანი ტარიფი“-ს, „ტარიფი 1-10“-ს და „ტარიფი 1-12“-ს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი, უნივერსალური სატარიფო გეგმა „სილქ სტარტი“, რომელიც განახლებისას ჩაანაცვლებს მოქმედ შეთავაზებებს. მომხმარებლები თვეში 1 ლარად „სილქ სტარტ“-ის ფარგლებში ისარგებლებენ სპეციალური ტარიფებით სასაუბრო წუთებზე, სმს-ებზე და მობილურ ინტერნეტზე.
გრძელდება აქცია 1 და 5 დღიან ულიმიტო ინტერნეტის პაკეტებზე ახალი პირობებით, ასევე იცვლება დამატებით სერვისების: „ნომრის დაფარვა“, „დაფარული ნომრის ამომცნობი“, „ფასდაკლება საერთაშორისო ზარებზე“ და „ჯეო მრიცხველი“-ს ტარიფები.
ცვლილება ასევე შეეხება დამატებითი ტელევიზიის მომსახურების ტარიფს და მომსახურების შეზღუდვის პირობებს ფიქსირებული ქსელის მომხმარებლებისთვის.
ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამავე ვებ გვერდზე განთავსებულ შესაბამისი პროდუქტის დეტალურ აღწერაში.
აბონენტი უფლებამოსილია, მომსახურების შეცვლილი პირობების / ტარიფების ძალაში შესვლამდე, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე გააუქმოს სააბონენტო ხელშეკრულება. აბონენტმა, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე უნდა მიმართოს კომპანიას, სააბონენტო ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით. სხვა შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ აბონენტი ეთანხმება და იღებს კომპანიის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს, რის შემდეგაც მომსახურების მიწოდება გაგრძელდება შეცვლილი პირობებით/ტარიფებით.
კომპანია გააგრძელებს „სილქფესტის“ ყველაზე პოპულარულ აქციებს და სხვადასხვა სეგმენტებზე მორგებულ შეთავაზებებს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.