შვეიცარიის კონფედერაციის დედაქალაქ ბერნში, ფესტივალის „FERNWEH” ფარგლებში, „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა. შვეიცარიაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველია და ის ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ღვინის ფორუმს ბერნის მერი ალეკ ფონ გრაფენრიდი (Alec von Graffenried) დაესწრო და ქართული მეღვინეობის ისტორიას და ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილ ღვინოებს გაეცნო.
„ბერნში მიმდინარე ფესტივალი „FERNWEH” უცხო ქვეყნების კულტურის ადგილობრივებისთვის გაცნობას გულისხმობს.
დღეს გავეცანი საქართველოს, რომელსაც აქვს ქვევრში ღვინის წარმოების 8 ათასწლიანი ტრადიცია და ისტორია, ასევე, სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილ ღვინოებს, რომელთაც აქამდე არ ვიცნობდი. მოხარული ვარ, რომ დავესწარი ამ ფორუმს. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ღვინოს შვეიცარიაში“, - აღნიშნა მერმა.
შვეიცარიაში „ქართული ღვინის ფორუმი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration-ის მხარდაჭერითა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს, „ქართული ღვინის გალერეის“ და შვეიცარიაში „ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ფორუმის ფარგლებში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას „ქართული ღვინის გალერეის“ (GeoHaus GmbH) დამფუძნებელმა ზვიად არაბიძემაც წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, მიმდინარე წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი გალარეა გაიხსნა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს. ქართული ღვინის გალერეის გახსნის იდეა ქართველ ბიზნესმენ, ზვიად არაბიძეს ეკუთვნის.
ქ.ბერნში, ღვინის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს, ორი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა დასახელების ღვინოს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფორუმში კომპანიები: Telavi Wine Cellar, Château Mukhrani • შატო მუხრანი, Teliani Valley • თელიანი ველი, Shilda Winery • მეღვინეობა შილდა, GWS Winery • მეღვინეობა ჯივიესი Tsinandali Estate - წინანდლის მამული, LTD Koncho & CO, Naberauli • ნაბერაული და "ნიკოლაიშვილების ღვინის მარანი" მონაწილეობდნენ. ფორუმის ფარგლებში სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა.