
Setanta Sports-ზე მაუწყებლობა საქართველოში კომენტირების გარეშე გავა, - როგორც Setanta Sports-ის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ხდება ცნობილი ამ გზით, Setanta Sports-ი სოლიდარობას უცხადებს თანამოქალაქეებს, რომელთაც გულწრფელად სჯერათ და უნდათ საქართველოს დასავლური მომავალი.
"Setanta Sports-ზე მაუწყებლობა საქართველოში კომენტირების გარეშე გავა, რადგან ფსიქოლოგიურად, ემოციურად თუ ფიზიკურად გვიჭირს კომენტირება გავაგრძელოთ და მიმდინარე მოვლენებს გვერდი ავუაროთ.
სოლიდარობა თანამოქალაქეებს, მეგობრებსა და კოლეგებს, რომელთაც გულწრფელად სჯერათ და უნდათ საქართველოს დასავლური მომავალი", - აცხადებს Setanta Sports.