საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის მარტში თებერვალთან შედარებით, 7.1%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა 6.9%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 3.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.
ამავე კვლევის ტანახმად, 2021 წლის მარტში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 8.1%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.7%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 10.7%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მარტთან შედარებით, სასტუმროს ფასების ინდექსი 8.1%-ით გაიზარდა.
„2021 წლის მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 1 124 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 219 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 80 ლარი; 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მარტში 332 ლარი შეადგინა. გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 587 ლარი, თბილისში - 436 ლარი, აჭარაში - 295 ლარი, ხოლო კახეთში - 293 ლარი იყო“, - ნათქცამია კვლევაში.