6 მაისს სასტუმრო "ლოპოტაზე" საერთაშორისო პროექტი "Women in Wine expo" გაიმართა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანია „მეღვინეობა თიესვი“-დან აცნობეს.
მათივე ცნობით, პროექტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 60-მდე ღვინის სფეროში მოღვაწე ქალები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მოხდა დეგუსტაცია, სადაც განსაკუთრებული მოწონება "მეღვინეობა თიესვის" ღვინოებმა დაიმსახურეს.