“ეს არის პირველი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში თანხა დავაბანდეთ კორპორაციულ ობლიგაციებში. ჩვენ საქართველოში ვყიდულობდით სახაზინოებს, საბანკო დეპოზიტებს, მიმდინარე ანგარიშებს, სუვერენულ ობლიგაციებს, ეს იყო პირველი ადგილობრივი კორპორატიული ობლიგაციები, რომლებიც შევიძინეთ. ეს არის კარგი საპენსიო ფონდისთვის, მისი საინვესტიციო დინამიკისთვის, მეორე მხრივ, კარგია ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, გარკვეული სტიმულია და სიგნალია სხვა პოტენციური ემიტენტებისთვის, რომ უფრო მეტად განიხილონ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტები და გამოუშვან,” - განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ.
მელიქიძის თქმით, საპენსიო სააგენტო მეორად ბაზარზე ობლიგაციებს პერმანენტულად აკვირდება, თუმცა მათი ლიკვიდობა ძალიან დაბალია.