გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 6 აგვისტოს პერიოდში 17,9 ათასი ტონა ატმისდა ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 20,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 647 ტონით (4%-ით), ხოლო ღირებულება 1,9 მილიონი აშშ დოლარით (10 %-ით) გაიზარდა.